ჩვენ შესახებ

  სასტუმრო „პენტჰაუსი“ ფუნქციონირებს 2008 წლიდან და დღემდე ღებულობს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს.ის მდებარეობს თბილისში ერთ-ერთ უძველეს რაინში – მეტეხის ქუჩაზე. სასტუმრო მოწყობილია ელეგანტური ინტერიერით და გთავაზობთ ულამაზეს და განუმეორებელ პანორამულ ხედს. სასტუმროდან 15 წუთში ფეხით მიხვალ რუსთაველის ქუჩაზე, ხოლო სასტუმროდან 1 კილომეტრის რადიუსით მდებარეობს თბილისში აუცილებლად სანახავი და განუმეორებელი ადგილები: ცნობილი აბანოთ-უბანის სკულპტურები, ნარიყალა, მეიდანი, შარდენის ქუჩა, თავისუფლების მოედანი, რიყე, მეტეხის ეკლესია, სამების ეკლესია, რომელიც არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტაძარი.

  რაც უმნიშვნელოვანესია, სასტუმროდან 300 მეტრში მდებარეობს გადაადგილების ყველაზე ადვილი საშუალება – ავლაბრის მეტრო. სასტუმროს თითქმის ყველა ოთახიდან შეგიძლიათ დატკბეთ ხედით ძველ და ახალ თბილისზე, ასევე კომფორტული ვერანდა საშუალებას მოგცემთ დატკბეთ პანორამული ხედებითა და გრილი საღამოებით. სასტუმრო „პენტჰაუსი“ ყოველთვის არის მზად გულთბილად გიმასპინძლოთ და შეგიქმნათ ჰარმონიული გარემო.

  ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. ქვევრის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო არის შესული UNESCO არამატერიალური კულტურული მემკვიდერეობის სიაში. სწორედ ჩვენი მარანი გაძლევთ შესაძლებლობას დააგემოვნოთ და შეიძინოთ ყველა სახის ქართული ღვინო.